„სისხლიანი წვიმა" ირანში - მეცნიერები უჩვეულო ფენომენის მიზეზს ასახელებენ

წვმა

ცოტა ხნის წინ ირანში „სისხლიანი" წვიმა მოვიდა, რომლის დროსაც წყალი კაშკაშა წითელი გახდა. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა, იუწყება The Independent .

გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტები გასულ კვირას შეესწრნენ იშვიათ სანახაობას, რომელიც კლდეზე მოედინებოდა. ეს მოხდა კუნძულ ჰორმუზის სანაპიროზე.

მეცნიერები ამბობენ, რომ ამ უჩვეულო ფენომენის მიზეზი ადგილობრივი ნიადაგის შემადგენლობაა. ადგილი შეიცავს ოქსიდირებული რკინის მაღალ კონცენტრაციას.

გამოცემა იტყობინება, რომ ასეთი წვიმა ჩვეულებრივ მოდის მაშინ, როდესაც წითელი მტვრის ან ნაწილაკების მაღალი კონცენტრაცია ნალექს ერევა, რაც წყალს ჟოლოსფერ ელფერს აძლევს.

თუმცა, ირანის ჰორმუზის შემთხვევაში, სანაპირო ზოლის ჟოლოსფერი ფერი იყო რეგიონის რკინით მდიდარი წითელი ნიადაგის წვიმის წყალთან ურთიერთქმედების შედეგი.

გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულის ნიადაგი იმდენად მდიდარია მინერალებით, რომ გამოიყენება როგორც ადგილობრივი სუნელი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის კვების კულტურაში. წითელ მიწიდან ამზადებენ სპეციალურ ადგილობრივ პურს, სახელად „ტომში“.