მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს
1742414907
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს. აღნიშნულის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ ხუმრობას არ ვაპირებთ. ყველა პირი, ვინც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა, კეთილს ინებებს და კომისიის წინაშე მობრძანდება, შემდეგ არ იტყვის, რომ არ იცოდა, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკმაოდ მკაცრი სასჯელი არსებობდა. ყველა პირს, ვისაც ჩვენ დავუკავშირდებით, მინდა, ეს ჰქონდეს გათვალისწინებული, რომ რამე პრობლემა არ შეუქმნას საკუთარ თავს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანისთვის ქონების წართმევის საქმეს.