მიანმარში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 1640-ს მიაღწია

მიანმარი

 მიანმარში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 1640-ს მიაღწია. შემთხვევის შედეგად, დაშავებულია 3400-ზე მეტი ადამიანი.

ამჟამად, დაკარგულად მიიჩნევა 140-მდე ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში - მიანმარის ქალაქ მანდალაიში, დანგრეულია 1500-ზე მეტი საცხოვრებელ სახლი. განადგურებულია ხიდები, გზები, რეზიდენციული შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდსა და ჩინეთში. ბიძგების შედეგად, ბანგკოკში დაინგრა მშენებარე ცათამბჯენი, სადაც ნანგრევებში მოყოლილია, სულ მცირე, 50