„გაზის მიწოდება 7600 აბონენტს შეუწყდება“ - „თბილისი ენერჯის“ განცხადება
1743609832
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2719-ს გადააჭარბა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 4521 ადამიანი, ხოლო 441 დაკარგულად ითვლება, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
მიანმარში ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი 3000-ს გადააჭარბებს.
მიანმარში დამანგრეველი მიწისძვრის გამო ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული.
შეგახსენებთ, მიანმარში 28 აგვისტოს 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ მანდაილაიდან, დაახლოებით 17 კილომეტრში იყო. ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდსა და ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იუნანშიც.