როდესაც პიროტექნიკას იყენებ კონკრეტული შეტევისთვის, შენობის და მითუმეტეს, ადამიანის დასაზიანებლად, ამას ვერანაირად ვერ დავარქმევ ფეიერვერკს - გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

როდესაც პიროტექნიკას იყენებ კონკრეტული შეტევისთვის, შენობის და მითუმეტეს, ადამიანის დასაზიანებლად, ამას ვერანაირად ვერ დავარქმევ ფეიერვერკს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

დეპუტატი გამოეხმაურა გუშინ საპროტესტო აქციაზე პარლამენტის შენობის მიმართულებით პიროტექნიკის გამოყენებას.

„როდესაც პიროტექნიკას იყენებ კონკრეტული შეტევისთვის, შენობის და მითუმეტეს, ადამიანის დასაზიანებლად, ამას ვერანაირად ვერ დავარქმევ ფეიერვერკს. უსამართლობის ფეიერვერკია, რასაც კონკრეტული ქვეყნების ელჩების ჯგუფი სჩადის. გადატანითი მნიშვნელობა თვითონ ამ სიტყვის ამ შემთხვევაში არის გამოსაყენებელი - უსამართლობის, ორმაგი სტანდარტის ფეიერვერკს ვადევნებთ თვალყურს და არც იმას მოველი, რომ ვინმე დაგმობს. არაერთი შეფასებით, შიდა ტერორიზმად შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ტერორისტულ აქტად“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა სწორედ საელჩოების მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ აქციაზე მოხდა.