„გაზის მიწოდება 7600 აბონენტს შეუწყდება“ - „თბილისი ენერჯის“ განცხადება
1743609832
საგამოძიებო კომისია სახელმწიფოსთვის საგანგებო მნიშვნელობის თემებზე მსჯელობს. დანაშაულები, რომელიც ჩადენილ იქნა, იმდენად აშკარაა, რომ რასაკვირველია ამასთან დაკავშირებით პასუხები არ ექნებოდა არც ხაზარაძეს, არც ჯაფარიძეს და არც ბევრ სხვა ადამიანს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ მამუკა ხაზარაძის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით საუბრისას.
„არის მეორე მექანიზმი, რომელმაც უნდა იმუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში განუკითხაობა იქნება. ვისაც რა უნდა იმას გააკეთებს, ვისაც როგორი დანაშაულიც უნდა იმას ჩაიდენს, გაშლის პოლიტიკურ ქოლგას და იმის ჩრდილში დაიმალება. ეს აღარ უნდა ხდებოდეს ჩვენ ქვეყანაში“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
მამუკა ხაზარაძე ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში იმყოფება, მანამდე ლელოს ლიდერი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის ოქმს გაეცნო.