მასწავლებლის ექსპერიმენტს კლასში ხანძარი მოჰყვა - ინციდენტი ტაილანდში მოხდა

ტაილანდი

ტაილანდში მასწავლებელმა კლასში ექსპერიმენტი ჩაატარა, რასაც შედეგად ოთხი მოსწავლის დაზიანება მოჰყვა.  ამის შესახებ Thaiger წერს.

ინციდენტი 23 იანვარს, ქალაქ ფეტჩაბუნში მოხდა. სკოლაში აცხადებენ, რომ მასწავლებელი, რომელიც ატარებდა ექსპერიმენტს, მანქანის ზეთი ღუმელზე დაესხა, რომელიც მოულოდნელად აალდა, რის შედეგადაც სკოლის მოსწავლეებმა სახისა და კიდურების მძიმე დამწვრობა მიიღეს.

თუმცა მოსწავლეები მომხდარში მასწავლებელს არ ადანაშაულებენ. მათ აღიარეს, რომ ის ექსპერიმენტს უსაფრთხო მანძილზე ატარებდა, მაგრამ თავად მიუახლოვდნენ ექსპერიმენტის ადგილს, რომ უკეთ დაენახათ ყველაფერი.