მძიმე ავარია მარნეული-თბილისის მაგისტრალზე - არის მსხვერპლი
1738738190
სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლები განსაზღვრავენ რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ ადამიანებს, რომლებიც ან არ ითანამშრომლებენ კომისიასთან, ან ითანამშრომლებენ და არასწორ ინფორმაციას მიაწვდიან და ა.შ. - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
„[საგამოძიებო] კომისიის შექმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი არამარტო იმიტომ, რომ ის იყო ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის დაპირება, არამედ იმისათვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, თუ რა ძალასთან გვაქვს საქმე. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა ჩვენს ქვეყანას და ყველა მიმართულებით უამრავი უბედურება მოუტანა ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს. რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს კომისია. „ნაციონალური მოძრაობის“ ახლანდელ, ყოფილ, თუ სხვა პარტიაში გადაბარგებულ წევრებს - ყველა მათგანს მოუწევს კომისიასთან თანამშრომლობა. სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლები განსაზღვრავენ რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ ადამიანებს, რომლებიც ან არ ითანამშრომლებენ კომისიასთან, ან ითანამშრომლებენ და არასწორ ინფორმაციას მიაწვდიან და ა.შ.“ - აღნიშნა ბოჟაძემ.