მამაკაცს სახლიდან ნახევარი მილიონი რუბლის ქალის საცვლები მოჰპარეს - პიკანტური ქურდობის დეტალები

მილიცია

მოსკოვის მახლობლად მდებარე კრასნოგორსკში პიკანტური ქურდობა მოხდა. როგორც მედია იუწყება, ადგილობრივ მცხოვრების სახლიდან ამოიღეს უამრავი ქალის ტრუსი, რომლის ღირებულება სულ ნახევარ მილიონ რუბლს შეადგენდა.

ტელეგრამის არხის ინფორმაციით, მძარცველმა ფანჯარა ჩაამტვრია და 28 წლის მამაკაცის სახლიდან ასობით ქალის ტრუსი წაიღო, რომელიც სავარაუდოდ გასაყიდად იყო განკუთვნილი. თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს.  როგორც გაირკვა, ქურდმა ნაძარცვის გადაყიდვა უკვე მოასწრო. მამაკაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ახლა მას ქალის საცვლების ქურდობის გამო ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე ნახეთ:

როგორ გადაარჩინა ციხის უფროსმა, მოსამართლე თამარ ალანიას მამის მკვლელი დახვრეტას - ინტერვიუ

„ვიცოდი, მამა ტყვედ არ ჩაჰბარდებოდა, რადგან ერთი ტყვია ყოველთვის კისერზე ჰქონდა ჩამოკიდებული... - რას ჰყვება აფხაზეთის ომის დროს დაკარგული გმირის შვილი

ვინ და რატომ მოკლა თბილისის ერთ-ერთი ეკლესიის მოძღვარი - მეტსახელად „ბაჯაღლოს“ კრიმინალური ისტორია