დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველოს უახლოესი ისტორიის ომებიდან უამრავი გმირი შემორჩა, რომელთა სახელები ქართველებისთვის ნაცნობია, თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც ფართო საზოგადოება არ იცნობს… ერთ-ერთი ასეთი მერაბ ნიქაბაძეა, რომელიც აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში, ჟიული შარტავასა და მის თანამებრძოლებთან ერთად, სოხუმის დაკარგვამდე, ბოლო წუთამდე დარჩა… მისი კვალი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
აფხაზეთის ომის გმირის შვილი, ლევან ნიქაბაძე მამას იხსენებს და იმედოვნებს, რომ სოხუმიდან გადმოსვენებულ 91 გმირის ნეშტს შორის მამამისიც იქნება…
2005 წლის 25 ნოემბრის საქართველოს პრეზიდენტის #877 განკარგულებით, მერაბ ნიქაბაძე ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
– მამა “ავღანელთა ბატალიონში” 1992 წლის 3 სექტემბრიდან ირიცხებოდა. იქ მხოლოდ ომში გამოცდილებს იღებდნენ, რომელთაც “სხვანაირი” პიროვნული თვისებები ჰქონდათ… მამა სამაჩაბლოს ომის მონაწილე იყო, საბრძოლო ნათლობა იქ მიიღო.
– პროფესიით ვინ იყო?
– ფილოლოგი. შოთა რუსთაველის სახელობის წიგნის ფაბრიკაში გამომცემლობის დირექტორი იყო, რუსულიდან თარგმნიდა წიგნებს: ლინდა გუდმენის “ჰოროსკოპი”, ვოლდემარ ბრანკის “პატარა ადამიანი დიდ გზაზე” და კიდევ რამდენიმე ნაწარმოები მისი თარგმნილია… სამაჩაბლოს ომში მოხალისედ წავიდა, შემდეგ გაწვევითაც მოუწია… მერე აფხაზეთის ომი დაიწყო, იქაც წავიდა და თუ არ ვცდები, 1992 წელს, “ავღანელთა კავშირის წევრი” გახდა – მათ ბატალიონშიც ჩაირიცხა. რადგან გამოცდილება ჰქონდა, ცხელ წერტილებში ფრონტის წინა ხაზზეც მიდიოდა… მაშინ 11 წლის ვიყავი და მამის შესახებ ბევრი რამ კარგად მახსოვს. მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, სახლში ხანდახან ჩამოდიოდა. კონტუზირებულიც ჩამოსულა, მაგრამ უკან მაინც ბრუნდებოდა… ბოლოს, თუ სწორად მახსოვს, 24 სექტემბერს გაფრინდნენ.
მძიმე დღეები იყო… ვიდრე გაფრინდებოდა, რამდენჯერმე სცადა აფხაზეთში წასვლა, მაგრამ ფრენა გადაიდო. ბოლოს, როდესაც სახლის ტელეფონზე დაურეკეს, მამამ უპასუხა, – აგაშენა ღმერთმაო… ეს სიტყვები ცნობიერებაში ჩამრჩა… უხაროდა, წასვლა რომ გადაწყდა… აღმოჩნდა, რომ დედას მისი ფორმა გარეცხილი ჰქონდა, რომელიც ჯერ კიდევ სველი იყო. ძალიან უყვარდა სამხედრო ფორმა. ჰოდა, ივანე კოტორაშვილივით, სამოსი გაწურა, სველი ჩაიცვა და წავიდა… იმ დროს ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავი აფეთქდა… 25 სექტემბერს, სოხუმის სატელევიზიო ანძის აღებაში მონაწილეობდნენ, 6 კაცი დაეღუპათ. შემდეგ ბრძანება მიიღეს და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს – “სოვმენის” შენობაში გადავიდნენ. მას შემდეგ ბევრი ვერსია ვრცელდებოდა, მაგრამ დოკუმენტურად გადმოცემული და შესწავლილი დეტალები არსად წამიკითხავს…
– აფხაზებიც დუმან…
– იმიტომ, რომ ბევრი არაფერი აქვთ სათქმელი… თუ იმ ყაბარდოელი ტამირის მონათხრობს არ ჩავთვლით, ცოტა რამ არის ცნობილი.
– თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ მამაზე?
– სოხუმის დაცემიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, ერთ-ერთმა მებრძოლმა მამას სიკვდილის ცნობა ჩამოგვიტანა, თუმცა, თავიდანვე რაღაც-რაღაცები დაუზუსტებელი იყო, – ჯერ თქვეს, მოკლესო, შემდეგ – თავი მოიკლაო… ვიცოდი, მამა ტყვედ არ ჩაჰბარდებოდა, რადგან ერთი ტყვია ყოველთვის კისერზე ჰქონდა ჩამოკიდებული, მაგრამ თავის მოკვლის ვერსია მაინც არ მიმაჩნია სარწმუნოდ… წაიკითხეთ სრულად
ასევე ნახეთ:
ვინ და რატომ მოკლა თბილისის ერთ-ერთი ეკლესიის მოძღვარი - მეტსახელად „ბაჯაღლოს“ კრიმინალური ისტორია