1734018035
ლოიდ ოსტინმა უნდა განმარტოს, რატომ არ გაავრცელა პენტაგონმა ინფორმაცია მისი ჰოსპიტალიზაციის შესახებ დროულად - AXIOS
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრები მიიჩნევენ, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უნდა განმარტოს, რატომ არ გაავრცელა პენტაგონმა ინფორმაცია მისი ჰოსპიტალიზაციის შესახებ დროულად. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს.
"ჩვენ ვუსურვებთ [თავდაცვის] მდივან [ლოიდ] ოსტინს სწრაფ გამოჯანმრთელებას, მაგრამ შეშფოთებულნი ვართ იმით, თუ როგორ გახდა ცნობილი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ", - ნათქვამია წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკ როჯერსის განცხადებაში.
"რამდენიმე კითხვა პასუხგაუცემელია, მათ შორის დეტალები ოპერაციისა და გართულებების შესახებ, ოსტინის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორ და როდის მოხდა მისი უფლებამოსილების დელეგირება და ბაიდენისა და კონგრესის ინფორმირების შეფერხების მიზეზები. გამჭვირვალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ოსტინმა რაც შეიძლება მალე უნდა უზრუნველყოს ეს დამატებითი დეტალები მისი ჯანმრთელობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ, რომელიც მოხდა გასულ კვირას", - აღნიშნულია განცხადებაში.
6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ლოიდ ოსტინი უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალში 1-ლი იანვრის საღამოს გადაიყვანეს არა