1786477975
კრიშტიანუ რონალდუ დაქორწინდა
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი დაქორწინდნენ! პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა სამოქალაქო ცერემონია გამართა მათი ხუთი შვილის თანდასწრებით, პორტუგალიის ქალაქ კაშკაისში.
რონალდუმ ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაქორწინების შესახებ განაცხადა და მათი საქორწინო ბეჭდების ფოტო Instagram-ზე გამოაქვეყნა.
რონალდუს წარმომადგენელმაც დაადასტურა ქორწინების შესახებ ინფორმაცია და განაცხადა: „კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი დღეს სამოქალაქო ცერემონიით პორტუგალიის ქალაქ კაშკაისში დაქორწინდნენ და ახლა ოფიციალურად ცოლ-ქმარი არიან“.












