კოსმოსში ჩარჩენილ ორ ასტრონავტზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1734638617
დაღესტანში, მახაჩკალას ერთ-ერთ სანაპიროზე ადამიანის ნაშთები იპოვეს. დაღესტნის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, ისინი შემთხვევით სამშენებლო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.
„კასპიის ზღვის სანაპიროზე 18 ადამიანის ჩონჩხის აღმოჩენის ფაქტზე, საგამოძიებო კომიტეტის დაღესტნის რესპუბლიკის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებმა მოაწყვეს შემოწმება“, - განაცხადეს საგამოძიებო კომიტეტში.
დაღესტან დაიჯესტის ტელეგრამის არხის თანახმად, ნაშთები დაახლოებით 1937 წლით თარიღდება. გარდა ამისა, რამდენიმე თავის ქალაზე აღმოჩენილია ხვრელები, რომლებიც შესაძლოა ტყვიების კვალი იყოს.