14 მარტიდან Wizz Air კიშინიოვის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

ვიზი

14 მარტიდან, Wizz Air ყვკიშინიოვის მიმართულებით ფრენებს აჩერებს,- ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს და აკონკრეტებს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია „მოლდოვაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და ქვეყნის საჰაერო სივრცეში მაღალი, მაგრამ არა გარდაუვალი რისკის შედეგად“.

„Wizz Air-ი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს მოლდოვაში უსაფრთხოების ვითარებას და მუდმივ კონტაქტში იყო სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სააგენტოსთან, რათა უზრუნველყოს ოპერაციების უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების უმაღლესი დონე. მგზავრების და ეკიპაჟის უსაფრთხოება რჩება Wizz Air-ის ნომერ პირველ პრიორიტეტად და მოლდოვაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და ქვეყნის საჰაერო სივრცეში მაღალი, მაგრამ არა გარდაუვალი რისკის შედეგად, Wizz Air-მა მიიღო რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ყველა ფრენა", - აღნიშნულია Wizz Air-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.