25 წლის გელა ნაროზაული, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

გელა ნაროზაული

25 წლის გელა ნაროზაული, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

„ყოველთვის ვიამაყებ შენით, ვერ დაგეხმარეთ“; „გული გამეყინა, გელო, შენს თბილ კეთილ გულს ვენაცვალე, გელო“; - წერენ ახლობლები.

ცნობისთვის, 25 წლის ბიჭი 8 თვე რეანიმაციაციაში ბაქტერიული მენინგიტით იყო მოთავსებული. 14 უშედეგო ოპერაციის შემდეგ, ტვინის და ხერხემლის გარსი დაჩირქდა.