,,ვამაყობ, რომ ასეთი მაგარი ქვეყნიდან ვარ..." - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და გულშემატკივრებს საჯარო მადლობას უხდის.

,,ჩემო უსაყვარლესო ქართველებო, არაქართველებო!

უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ დიდი სიხარულის გაზიარებისთვის.

რაც მთავარია, ჩემი ბავშვობის ოცნება, ბილეთი ჰოლივუდში აღებულია. წინ ბევრი კარგი ამბავი გველოდება. ძალიან მიყვარხააააართ და ვამაყობ, რომ ასეთი მაგარი ქვეყნიდან ვარ. #AmericanIdol #NutsaonIdol", - წერს ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო მეგა პროექტის American Idol-ის მონაწილე ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძეა.

ცოტა ხნის წინ ABC-ის ეთერში ნუცას პერფორმანსის ყურების შესაძლებლობა მოგვეცა. ნუცა ჟიურის წინაშე ორი სიმღერით წარდგა. მან Lady Marmalde, მეორე სიმღერად კი უიტნი ჰიუსტონის Greatest Love Of All შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პოპვარსკვლავი კეტი პერი ნუცას ფეხზე წამოუდგა.

აღფრთოვანებას ვერ მალავდა ლაიონელ რიჩი. ლუკ ბრაიანმა კი ნუცა ასე შეაფასა – „ჯეი ლო საქართველოდან.“