პუტინი პორნოსაიტების ალტერნატივის შექმნის ინიციატივით გამოდის

პუტინი

სოციალური ქსელები იყო ერთ-ერთი თემა, რომელზედაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ილაპარაკა ყოველწლიურ ინტერვიუზე პირდაპირ ეთერში.

პუტინის აზრით, ძალიან დიდი პრობლემაა, რომ მსოფლიოში პორნოსაიტებს მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. ის თვლის, რომ საჭიროა, დროის ასე გატარება უფრო ხარისხიანი და საინტერესო ალტერნატივით ჩანაცვლდეს.

„პორნოსაიტებს მთელ მსოფლიოში უყურებენ. ჯერ პორნოსაიტებს უყურებენ და მერე როგორ კატლეტს უკვეთავენ.  ეს ხომ მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის, ეს მსოფლიოს პრობლემაა,“ — განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, აუცილებელია უფრო საინტერესო ალტერნატივის შეთავაზება.

„უნდა შევთავაზოთ ისეთი საინტერესო რამ,  ადამიანმა შევიდეს, გახსნას პორნოსაიტი და თქვას: 'აჰ, ეს უკვე ნანახი მაქვს, ახლა რაღაც სხვა მინდა ვნახო.' უნდა იყოს ისეთი რაღაც, რაც ადამიანს მოაჯადოვებს,“ — აღნიშნა რუსეთის პირველმა პირმა.