„სულ ჩვენთანაა, მაგრამ ჩვენ უფრო ჩვენთან გვინდოდა, ბევრად უფრო ჩვენთან“ - ეკა ტოგონიძის ემოციური პოსტი

eka

დღეს, პოლიტიკოსი რატი სამყურაშვილი 47 წლის გახდებოდა. ის მძიმე სენთან ხანგრძლივ ბრძოლაში, ოთხი წლის წინ დამარცხდა.

რატის მეუღლე, მწერალი და ჟურნალისტი ეკა ტოგონიძე, ფეისბუქზე წერს: 

"რატი მეხუთედ გახდა 42-ის, მისი ასაკი აღარ იძვრის, დავეწიე და გავუსწარი, წელს მასზე უფროსი ვარ. სულ ჩვენთანაა, ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ერთად მივდი-მოვდივართ. მაგრამ ჩვენ უფრო ჩვენთან გვინდოდა, ბევრად უფრო ჩვენთან."