კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა რობერტ კიუტმა განაცხადა, რომ ე.წ პარლამენტში სროლაში ეჭვმიტანილია დეპუტატი ადგურ ხარაზია.
მისივე ინფორმაციით, ხარაზია შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„პარლამენტის წევრი ვახტანგ გოლანძია მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, კან კვარჩია რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - დასძენს კიუტი.
ცნობისთვის, ტელეგრამის არხის АМРА-life-ის თანახმად, ე.წ პარლამენტში განიხილავდნენ კანონპროექტს მაინინგის აკრძალვის შესახებ. სხდომის მსვლელობისას ადგურ ხარაზია და კან კვარჩია სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ხარაზიამ ამოიღო იარაღი და ისროლა კან კვარჩიას მიმართულებით, დაღუპული ვახტანგ გოლანძია კი მათ გაშველებას ცდილობდა.