ჯარიმა 5 000 ლარი იქნება... - საყურადღებო ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ
1733773711
„პირველი არხის“ ჟურნალისტი, ტელეწამყვანი მაკა ცინცაძე სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ტელეწამყვან ეკა კვესიტაძის საჯარო პოსტს პასუხობს.
„კვესიტაძევ და ამ სტანდარტით მომუშავე კრებსითო კვესიტაძეებო, ვერ მოახერხებთ, რომ თქვენთან ფსკერზე დავეშვა და თქვენს ენაზე ვილაპარაკო. არ გვავიწყდება, რომ ეს ოჯახი იმ დაჯგუფების წევრია, რომელიც ცოლ-ქმარს საძინებელში კამერებს უმონტაჟებდა და რა გასაკვირია, რომ სიბინძურის და ცილისწამების ტირაჟირების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, ასე გააგრძელეთ“, - წერს მაკა ცინცაძე სოციალურ ქსელში.
მას შემდეგ, რაც ეკა კვესიტაძის საჯარო პოსტს, სადაც ის მაკა ცინცაძის პირად ცხოვრებაზე წერდა, სოციალურ ქსელში უარყოფითი რეაქციები მოჰყვა და კრიტიკა დაიმსახურა, მან პოსტი დაარედაქტირა.