ვინ გატეხა ვაზა? - სახალისო თავსატეხი
1726209933
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი ცდილობს დაარწმუნოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, უარი თქვას უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის წინააღმდეგობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო Bloomberg-ის თანამოსაუბრეების თქმით, მელონი სთავაზობს ორბანის პარტიას შეუერთდეს "ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა" გაერთიანებას (ECR) ევროპარლამენტის არჩევნების წინ.
საამისოდ იტალიის პრემიერ-მინისტრს სურს, რომ ორბანმა შეცვალოს მიდგომა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მიმართ და აღადგინოს ურთიერთობები კიევთან.
იტალიისა და უნგრეთის ლიდერების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები "სხვადასხვა დონეზე გაიმართა, მაგრამ გადაწყვეტილება მიღწეული არ არის".