ისრაელის ქალაქ ნეთივოთის წინააღმდეგ ღაზის სექტორიდან სარაკეტო იერიში განხორციელდა

ისრაელი

ისრაელის ქალაქ ნეთივოთის წინააღმდეგ ღაზის სექტორიდან სარაკეტო იერიში განხორციელდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ნეთივოთის მიმართულებით არაბული ანკლავიდან 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

ქალაქის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე რაკეტა ქალაქში ჩავარდა, თუმცა მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გავრცელებული ცნობით, რაკეტები მაღაზიასა და საწყობს მოხვდა.

ნეთივოთზე თავდასხმა არის ყველაზე დიდი სარაკეტო იერიში ღაზიდან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.