ისრაელის განცხადებით, ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ სარდლობა განადგურებულია

ჰამასი

ისრაელის არმია აცხადებს, რომ მან დაასრულა „ჰამასის“ სამეთაურო სტრუქტურის დაშლა ჩრდილოეთ ღაზას სექტორში. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ ჟურნალისტებს განუცხადა, პალესტინელი „ბოევიკები“ ახლა ტერიტორიაზე მეთაურების გარეშე მოქმედებენ.

მისი თქმით, ისრაელმა ღაზას ჩრდილოეთით დაახლოებით 8000 მებრძოლი გაანადგურა.

ჰაგარის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალები ახლა ორიენტირებულია „ჰამასის“ სამხრეთ და ცენტრალურ ღაზაში განადგურებაზე.

ცნობისათვის, ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ომის დაწყების შემდეგ 22 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

აღნიშნულ რიცხვებს არასანდოდ მიიჩნევს ამერიკის შეერთებული შტატები.