სურსათის ეროვნული სააგენტო, „სოფლის ნობათთან“ დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
1744035536
უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში ევროპაში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების საკითხი გაურკვეველი რჩება. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თუ უკრაინაში ომი შეჩერდება, უკრაინელი ლტოლვილები ევროკავშირში სტატუსს დაკარგავენ, რის გამოც მათ ევროპულ ქვეყნებში დარჩენის ლეგალური საშუალება აღარ ექნებათ.
როგორც Euractiv-ი იუწყება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 2022 წელს ევროკავშირმა სპეციალური დირექტივა აამოქმედა, რომელმაც 4,3 მილიონ უკრაინელ ლტოლვის დროებითი თავშესაფარი მისცა. ამ დირექტივის წყალობით ევროპის ქვეყნებმა უკრაინელებს ცხოვრების, მუშაობისა და სხვადასხვა სერვისებზე წვდომის უფლება მისცეს.
Euractiv-ი აღნიშნავს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტამ, შესაძლოა, ერთ ღამეში ყველაფერი შეცვალოს. ამის მერე ქვეყნებს, რომლებმაც უკრაინელი ლტოლვილები მიიღეს, მოუწევთ გადაწყვიტონ, შეწყვიტონ უკრაინელებიც დაცვა, მათ ინტეგრაციაზე იმუშაონ, თუ სახლში დაბრუნებისკენ უბიძგონ.