სიმსივნის შესაძლო ნიშნები, რომლებიც დაძინებამდე ვლინდება
1744052094
„რაც შეეხება „დიფ სთეითის“ რესურს, აქვთ მათ გარკვეული რესურსი ვინაიდან დიდ ფინანსებზეა საუბარი და ასე ადვილად დასამარცხებელი არ გამოდგა, როგორც იყო წარმოდგენები ამის თაობაზე“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა, რითაც გამოეხმაურა მმართველი გუნდის პოზიციას, რომ „დიფ სთეითმა“ მისამართი შეიცვალა და ახლა ევროპაში და ბრიტანეთში გადაინაცვლა.
ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, „დიფ სთეითს“ აქვს ღრმა ფესვები და რა თქმა უნდა შეეცდება შეიანრჩუნოს გავლენები. მისი თქმით,
„ძალიან მძლავრი დაჯგუფება არის, კლანური ევრობიუროკრატები, ევროლიდერები არიან გაერთიანებული და მათი სურვილი აბსოლუტურად გასაგებია არამარტო საქართველოსთან მიმართებაში, არამედ ევროპასთან დამოკიდებულებაშიც. ჩვენ ხომ ვხედავთ, როგორ არ უნდა დასრულდეს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, იმიტომ, რომ სერიოზულ სარგებელს იღებენ აქედან. აქვთ დაწესებული სანქციები რუსეთთან, ამავდროულად გაქანებული ვაჭრობაა აქვთ და ბიზნესი და აქედან სარგებელს ნახულობენ. რაც შეეხება საქართველოს, მათ გაჩხირული აქვთ ყელში ლუკმა ვინაიდან არის პრინციპული ხელისუფლება საქართველოში, რომლისთვისაც მთავარი არის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესები და ისე, რომ ვიღაცამ რაღაც გადაწყვიტოს, რომ როგორი წყობა უნდა იყოს, ვინ უნდა იყოს მმართველობაში და ვინ უნდა მართავდეს ამ ქვეყანას, ამას წყვეტს საქართველოს მოსახლეობა და ის ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებზე იღებს მონაწილეობას. ახლა მათი მხრიდან რეზოლუციები, აღშფოთება, შეშფოთება, ვიღაცების პოლიტპატიმრებად გამოცხადება, „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელების პოლიტპატიმრებად გამოცხადება ეს არაფერს არ ცვლის. ევროპელებმა, სამწუხაროდ მათთვის გაანულეს ის ავტორიტეტი, რაც გააჩნდათ საქართველოში“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.
მისი თქმით, მთავარი შეცდომა, რასაც „დიფ სთეითი“ და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ევრობიუროკრატები უშვებენ ის არის, რომ ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველოს მოსახლეობა არ არის ის ხალხი, ვისაც დიქტატით უნდა ესაუბრო.
ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, იმ დრომდე სანამ მოხდება „დიფ სთეითის“ დამარცხება, საქართველომ არ უნდა დაკარგოს პრინციპულობა.