ძლიერი ქარბუქის გამო, ავტომაგისტრალებზე 1000-მდე ავტომობილი თოვლში ჩაეფლო და გადაადგილებას ვერ ახერხებს - უამინდობა შვედეთის სამხრეთში

ძლიერი ქარბუქი

შვედეთის სამხრეთში ძლიერი ქარბუქის გამო ავტომაგისტრალებზე 1000 ავტომობილი თოვლში ჩაეფლო და გადაადგილებას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მედიასაშუალებების ცნობით, ყველაზე რთული ვითარება დანიის საზღვრის სიახლოვესაა შექმნილი. თოვლში ჩაფლული მანქანების მძღოლების დასახმარებლად სამაშველო ოპერაციაში ჩართულები არიან სამხედროებიც.

პოლიციის ცნობით, მანქანების გამოყვანას ხელს უხვი ნალექი უშლის ხელს. მოქალაქეები დროებით თავშესაფრებში გადაჰყვათ.

შვედეთის სატრანსპორტო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საგზაო მოძრაობა ნორმალურ რეჟიმში 4 იანვრის შუადღემდე ვერ აღდგება.

ცნობისთვის, უამინდობა ასევე არის ნორვეგიაშიც, სადაც ძლიერი თოვის გამო ზოგიერთ ქალაქში სასწავლო პროცესი შეწყდა. რთული ვითარებაა დანიაშიც.