“საღამოს თოვა განახლდება” - ამინდის ერთკვირიანი პროგნოზი
1741061951
დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტ ბუშის დროს რუსეთმა წაიღო საქართველო, ობამას დროს მიიღო ყირიმი, მისი მმართველობის პირობებში კი მსგავსი არაფერი მომხდარა.
"ბაიდენის დროს მთელი უკრაინის მიღება სცადეს, მე რომ არ მოვსულიყავი - მიიღებდნენ კიდეც", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
შტატების პრეზიდენტს სჯერა, რომ რუსეთს სურს გარიგება და დარწმუნებულია, რომ ეს არის უკრაინელი ხალხის სურვილიც. მან ისაუბრა ომში მყოფი ქვეყნის სამხედრო დახმარების საკითხზეც და, აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება, შეაჩერებს არა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, თუმცა მედია უკვე წერს, რომ ტრამპმა უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა შეუჩერა.