რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის გარეშე შეუძლებელია, ევროპამ გააგრძელოს არსებობა, როგორც გლობალურმა მოთამაშემ, ევროპული უსაფრთხოება თურქეთის გარეშე წარმოუდგენელია

ერდოღანი

თურქეთის გარეშე შეუძლებელია, ევროპამ გააგრძელოს არსებობა, როგორც გლობალურმა მოთამაშემ, ევროპული უსაფრთხოება თურქეთის გარეშე წარმოუდგენელია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, როგორც ევროპის განუყოფელი ნაწილი, თურქეთის ევროკავშირში წევრობის პროცესი ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტია.

თურქეთის ლიდერის განცხადებით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელობა.

„ჩვენ ველით, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები საბოლოოდ გაიგებენ ამ ჭეშმარიტებას და წინ წასწევენ ჩვენი სრული წევრობის პროცესს შორსმხედველობითი პერსპექტივით. მინდა, აქ გაგიზიაროთ შეშფოთება – ისლამოფობია და კულტურული რასიზმი იპყრობს დასავლეთის ქვეყნებს, სადაც მილიონობით მუსლიმი ცხოვრობს შხამიანი სუროსავით. აბსოლუტურად დაუშვებელია, ჩვენს წმინდა წიგნზე, ყურანზე, საშინელი შეტევების ლეგიტიმაცია ხდება აზრის თავისუფლების საბაბით. მახინჯი, პროვოკაციული და ბოროტი ქმედებები, რომლებიც სამიზნეში იღებს მილიარდობით ადამიანის სიწმინდეს, აუცილებლად უნდა იქნას თავიდან აცილებული” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.