შენი სიცოცხლე ანაცვალე შვილის სუნთქვას და უკანასკნელ წუთებშიც ჯერ არ დაბადებულ შვილზე ფიქრობდი… - დიკა სალაყაიას ემოციური პოსტი

დიკა სალაყაია

მწერალი დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. ის რამდენიმე წლის წინ, კორონავირუსით გარდაცვლილ დას დედის დღეს ულოცავს და ლექსს უძღვნის.

„შენ დედობაც არ დაგცალდა,

ახლა სხვა ზის აკვანთან,

ანგელოზად მოვლენილი,

ვერ შეგიცნო მავანმა.

იქ გილოცავ დაო. ამ დილითაც ცრემლებით მოგილოცეთ მე და დედამ… გინატრე! რა იქნებოდა, მყოლოდი და ბედნიერები ყოფილიყვნენ შენი შვილები, ჩვენი დედიკო და მე… შენ რომ გვყოლოდი, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა… მაგრამ შენ ვეღარასდროს, ვერავინ შეგცვლის. სასწაული დედა იყავი.

გამორჩეული, განსაკუთრებული, გმირი და ანგელოზი. შენი სიცოცხლე ანაცვალე შვილის სუნთქვას და უკანასკნელ წუთებშიც ჯერ არ დაბადებულ შვილზე ფიქრობდი. გილოცავ ბაკო“, – წერს დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში.