დაშავებულებს შორის ბავშვები და კლინიკის პაციენტები არიან - რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს

ხარკოვი

რუსულმა ძალებმა ხარკოვს მართვადი საავიაციო ბომბებით დაარტყეს. როგორც უკრაინული მედიის ცნობით, ბომბები შევჩენსკის რაიონში სამედიცინო დაწესებულებასთან და კიევის რაიონში ჩავარდა.

ქალაქის მერის იროგ ტერეხოვის ცნობით, ხარკოვზე სამი დარტყმა განხორციელდა.

„15-მდე გაიზარდა დაშავებულების რაოდენობა. ბავშვების გარდა, ყველას მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ორი ბავშვი და ერთი ზრდასრული მსუბუქად დაშავდნენ. 8 დაშავებული ჰოსპიტალიზებულია“, - აცხადებს მერი.

ბომბი ჩავარდა ასევე ხარკოვის ცენტრში, სადაც დაიწვა ავტომობილი, დაზიანდა ჯიხურები, საავადმყოფოს შენობა, სასტუმრო. შედეგად საავადმყოფოს 4 პაციენტი დაიჭრა.