გარდაიცვალა ვლადიმერ ქუმარიტაშვილი, საციგაო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი
1728474142
მომღერალი მარკუს მეტრეველი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება.
„კესარია აბრამიძე, დღეს რაც შენს პანაშვიდზე განვიცადე, ეს ვერ გადმოიცემა ვერც სიტყვებით და ვერც ემოციებით.
ვუყურებდი სასახლეს და მეგონა, რომ სხვა ესვენა შენს მაგივრად. გაყინული სულით და სხეულით გიცქერდი. მეგონა, რომ ეს ყველაფერი საშინელი სიზმრის ნაწილი იყო.
ჩემო მეგობარო, შენ თავისუფლების სიმბოლო ხარ“, – წერს მარკუს მეტრეველი სოციალურ ქსელში.
კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებულ ბექა ჯაიანს ბრალი დღეს ოფიციალურად წარუდგინეს.
26 წლის მამაკაცი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან, მკვლელობიდან მალევე აიყვანეს, ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულ მამაკაცს ტრანსგენდერ ქალთან ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა.
მოდელი და მსახიობი კესარია აბრამიძე, საკუთარ სახლში, მოკლული 2 დღის წინ მეზობლებმა ნახეს. მას, ცივი იარაღით, 20-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
ბექა ჯაიანის წინააღმდეგ საქმე აღძრულია გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის. ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.