გარდაიცვალა ვლადიმერ ქუმარიტაშვილი, საციგაო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი
1728474142
საქართველო უსწრებს ისეთ წარმატებულ ქვეყნებს, როგორიც არის მაგალითად კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ავსტრალია და ა.შ,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზის“ მიერ დანაშაულის ეფექტური კონტროლის ინდექსის გამოქვეყნების თემაზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ალექსანდრე დარახველიძემ სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პოლიციელების 24 საათიანი, დაუღალავი შრომის შედეგია ის რომ დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64 % შეადგენს, რაც საერთაშორისო კვლევებშიც აისახა.
„ჩვენც გავეცანით ამ კვლევას, მსოფლიო ბანკის გლობალური კეთილდღეობის შესახებ მონაცემების შესაბამისად გამოქვეყნდა. საქართველო უსწრებს ისეთ წარმატებულ ქვეყნებს, როგორიც არის მაგალითად კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ავსტრალია და ა.შ. ეს არის ჩვენი პოლიციელების 24 საათიანი დაუღალავი შრომის შედეგი და საზოგადოება ხედავს რომ ჩვენ ბოლო 20 წლის მანძილზე გვაქვს გახსნის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი, რაც 64%-ია. შესაბამისად სწორედ საერთაშორისო კვლევებშიც აისახა ეს შედეგები და რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი პოლიციელების შრომის შედეგი და მე მინდა მადლობა გადავუხადო მათ“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ