"რაც მეტად ცდილობდა გათავისუფლებას, უფრო ძლიერად იჭედებოდა..." - ახალგაზრდა მკვლევარის ტრაგიკული გზის ვიდეო-მოდელირება

კაცი

ჯონ ედვარდ ჯონსი 2009 წლის 24 ნოემბერს შევიდა გამოქვაბულში და იქიდან აღარ დაბრუნებულა. ჯონსის ისტორია ,დიდი ხანია, ვრცელდება სოციალურ მედიაში ტრაგიკული გარემოებების გამო.  

ზოგიერთმა ჯონსის სიკვდილიც კი აღწერა, როგორც „ყველაზე უარესი, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება“.

საქმე ისაა, რომ ჯონსის ძმა და რამდენიმე მეგობარი იკვლევდნენ ნუტი პუტის გამოქვაბულს.

ექსპედიციის დროს ჯონსმა გადაწყვიტა, ეპოვა ფორმირება, რომელიც ცნობილია როგორც დაბადების არხი. ეს არის გამოქვაბულის მჭიდრო გადასასვლელი. ჯონსი ფიქრობდა, რომ სწორ გზაზე იყო და იპოვა ე.წ. დაბადების არხი. ამიტომ იგი ჩაეშვა ვიწრო გასასვლელში, ისე , რომ ვერ მიხვდა, რა სერიოზული შეცდომა დაუშვა.

ჯონსი აღმოჩნდა ხაფანგში  - 25 სანტიმეტრის დიამეტრის და 45 სანტიმეტრი სიმაღლის სივრცეში. ამასთან, იგი თავდაყირა იყო.

ვიდეო YouTube არხზე დეტალურად აღწერს ინციდენტს. ვიდეოში გამოყენებულია სიმულაცია იმის ასახსნელად, თუ რამდენად ცუდ სიტუაციაში ჩავარდა მამაკაცი.

„თავის გათავისუფლების მომენტში, ის უფრო მეტად ჩასრიალდა დაბლა 20 სანტიმეტრიანი სიგანის მხარეს“,- ნათქვამია ვიდეოში. 

28-საათიანი ბრძოლის შემდეგ, ჯონს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა. გამოქვაბულის შესასვლელთან ჯონის ხსოვნისადმი მიძღვნილი დაფა დაიდგა.