დააკავეს ქალი, რომელმაც მეგობარი მამაკაცის 1 წლის შვილი მოწამლა

მკვლელობა

პენსილვანიაში ქალი დააკავეს იმის გამო, რომ მან მოწამლა მეგობარი მამაკაცის 1 წლის ქალიშვილი გასულ ივნისში. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, 20 წლის ალეისია ოუენსს ბრალად ედება მკვლელობა ბავშვის სიკვდილთან დაკავშირებით.

ბავშვი გარდაიცვალა აცეტონის ფატალური დონის გამო. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ქალი ბავშვს ბატარეებით, ხრახნებით და აცეტონით კვებავდა.

ბავშვი სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, 4 დღის შემდეგ კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

„გამოძიება აჩვენებს, რომ ბრალდებული თვეების განმავლობაში ატარებდა ზედმიწევნით კვლევას იმის თაობაზე, თუ როგორ აზიანებს გარკვეული ნივთიერებები ბავშვებს. შემდეგ მან სავარაუდოდ იმოქმედა მის აღმოჩენებზე“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მკვლელობის გარდა, ოუენსს ემუქრება სხვა ბრალდებები, მათ შორის მკვლელობის მცდელობა, ბავშვზე დამძიმებული თავდასხმა და ბავშვის კეთილდღეობისთვის საფრთხის შექმნა.