ვინ არის ელენე ზურაბიშვილის შეყვარებული და რა აკავშირებს მას ნეიმართან
1770925080
ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ომშია ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართულ კრიმინალურ დაჯგუფებებთან, რომლებსაც მძევლად ჰყავთ აყვანილი ციხის პერსონალის 130-ზე მეტი წევრი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
"ჩვენ ომში ვართ და ვერ დავნებდებით ამ ტერორისტული ჯგუფების წინაშე", - აღნიშნა ეკვადორის პრეზიდენტმა.
დანიელ ნობოას თქმით, ქვეყანაში კრიმინალური დაჯგუფებების დაახლოებით 20 000 წევრი მოქმედებს.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია და შეუძლებელია, რათა მძევლები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად დავაბრუნოთ", - დასძინა მან.
9 იანვარს, ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ განაცხადა, რომ ქვეყანა შიდა შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობაშია და ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული კრიმინალური დაჯგუფებების განეიტრალების ბრძანება გასცა.