7 პროდუქტი, რომლებიც კიბოს უჯრედებს აქრობს
1737397144
ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს 62 წლის კაცი, რომელიც გასული წლის 11 ნოემბერს, ქალაქ ჭუხაიში, სპორტული ცენტრის გარეთ, სავარჯიშოდ შეკრებილ ხალხში ავტომანქანით შევარდა და 35 ადამიანი მოკლა.
დეკემბერში, ქალაქ ჭუხაის სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებული "საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის" და 62 წლის კაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
19 იანვარს ჩინეთში სიკვდილით ასევე დასაჯეს 21 წლის კაცი, რომელმაც 17 ნოემბერს პროფესიულ სასწავლებელში დანი 8 ადამიანი მოკლა. პოლიციის მიხედვით, ახალგაზრდა კაცმა ბრალი "უყოყმანოდ აღიარა". სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა 17 დეკემბერს მიუსაჯა.