მელანიას ჩაცმულობა, ინაუგურაცია - მიმოხილვა
1737409120
უფლებამოსილების ბოლო წუთებში, ჯო ბაიდენმა გამოსცა კიდევ ერთი წინასწარი შეწყალების აქტი, რომელიც თავისი ოჯახის წევრებს ეხება.
ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისი ოჯახის წევრები გახდნენ თავდასხმებისა და მუქარების სამიზნე და არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ ეს თავდასხმები დასრულდება.
შეწყალება ვრცელდება მის ძმა ჯეიმსზე და მის მეუღლე სარა ჯონსზე, პრეზიდენტის უმცროს დაზე, მის მეუღლე, ჯონ ოუენსსა და კიდევ ერთ ძმაზე – ფრენკზე.
ბაიდენმა ასევე შეიწყალა ორი პატიმარი და შეუცვალა სასჯელი ლეონარდ პელტიეს, 80 წლის ინდიელ ამერიკელს, რომელიც იხდის სამუდამო პატიმრობას FBI-ის ორი აგენტის მკვლელობისა და ციხიდან გაქცევისთვის.