მელანიას ჩაცმულობა, ინაუგურაცია - მიმოხილვა
1737409120
ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა პროტეინის კოქტეილებში ისეთი ტოქსიკური ნივთიერებებისა და მძიმე მეტალების არსებობა აღმოაჩინეს, როგორებიცაა - ტყვია, კადმიუმი ანუ ვერცხლისფერი მეტალი და დარიშხანი, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ფილტვის სერიოზული დაზიანება, ანემია, კანის, მკერდის, საკვერცხეების, საშვილოსნოსა და სათესლე ჯირკვლების კიბო.
ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მეცნიერებმა 70-მდე მწარმოებლის 160-მდე პროდუქტი შეისწავლეს. პროტეინის ფხვნილის ნიმუშები მათ სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში გააგზავნეს და მათზე 36 000-მდე ტესტი ჩაატარეს.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ:
1.მცენარეებსა და ორგანულ დანამატებზე დამზადებული პროტეინის კოქტეილები 3-ჯერ მეტ ტყვიასა და 2-ჯერ მეტ კადმიუმს (ვერცხლისფერი ტოქსიკური ნივთიერება) შეიცავდა, ვიდრე არაორგანული პროტეინის ფხვილები.
2. შოკოლადის არომატიზებულ ფხვნილებში ტყვიის შემცველობა 4-ჯერ და კადმიუმის 110-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე ვანილის კოქტეილებში.
3. ასევე, პროტეინის ისეთი მცენარეული ფხვნილები, როგორიცაა სოიოსა და ბრინჯის, სამჯერ მეტ ტყვიას შეიცავდა, ვიდრე რძის შემცველი პროდუქტების კოქტეილები.
მკვლევრების თქმით, მცენარეულ დანამატებზე დამზადებულ პროტეინის ფხვნილებში მეტალების მაღალი შემცველობის მიზეზი ისაა, რომ - მცენარეები მძიმე მეტალებს ნიადაგიდან შთანთქავენ, რომელიც სამთო, სამრეწველო ნარჩენებით, პესტიციდებითა და სასუქებით უკვე დაბინძურებულია.