უმძიმეს ავარიას ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა - ცნობილია დაღუპულების ვინაობა
1737025261
სოციალური ქსელის მომხმარებელი ხათო ხმალაძე, რომელიც ხშირად აქვეყნებს საჭირო რჩევებს მოგზაურობასთან დაკავშირებით, ამჯერად მორიგ საინტერესო თემაზე გვიზიარებს ვიდეოს.
ის 2025 წლის მთავარ დაანონსებულ 2 სასაზღვრო ცვლილებაზე საუბრობს და როგორც თავად ამბობს აღნიშნული ცვლილება ამ წლის მაისიდან ამოქმედდება.
„ცვლილება ეხება ევროკავშირი შესვლის წესებს და ეს ცვლილება ეხება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებსაც, მათ შორის არის საქართველო, ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა და სხვა დანარჩენი ევროკავშირის არაწევრ ქვეყნები. პირველი ცვლილება - მან სანამ დაგეგმავთ ევროპაში მოგზაურობას ვალდებულები იქნებით სამოგზაურო ინფორმაციის სისტემაში გაიაროთ რეგისტრაცია გადაიხდით 7 ევროს, 96 საათი დაელოდებით და მიიღებთ პასუხს, რომლის შემდეგაც შეძლებთ მოგზაურობას.
მე-2 ცვლილება - ახალი მონიტორინგის სისტემა, რაც ითვალისწინებს ჩვენი იდენტიფიცირების მიზნით სახის და თითის ანაბეჭდის აღებაც, რაც შეამცირებს რიგებს და დროს. ამით შეიზღუდება ისეთი პირების შესვლა ევროპაში, რომლებიც დარღვევების მიუხედავად მაინც შედიან ევროპის ქვეყნებში“,- აღნიშნავს იგი ვიდეოში.