გოგონა პარკში წაიყვანა და მეგობრებთან ერთად, ჯგუფურად გააუპატიურა - საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა
1739775167
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულ ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო.
პროცესზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა და საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. მან მოსამართლეს შეღავათის გაწევა სთხოვა. ადვოკატი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.