ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
თოვლმა რიკოთზე პრობლემები შექმნა. ნალექის და თოვლის გამო, მანქანებს გადაადგილება უჭირთ.
გზების დეპარტამენტმა აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
„ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ41-კმ162 (ქსნის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.