ჩერნობილში მზის პირველი ელექტრო სადგური გაიხსნა

ჩერნობილი

ჩერნობილში მზის პირველი ელექტრო სადგური გაიხსნა. მისი ფართობი 4 ათას კვადრატულ მეტრს, სიმძლავრე კი 763 კილოვატს შეადგენს.

სადგური უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გახსნა, რომლის თქმითაც, უახლოეს ხანებში ჩერნობილში კიდევ ერთი მზის ელექტრო სადგურის მშენებლობა იგეგმება.

პროექტში საფრანგეთის მხარეც იქნება ჩართული.