აშშ-ში, ბავშვმა თავდაცვის მიზნით, მის სახლში შეჭრილი 2 მძარცველი მოკლა

აშშ

აშშ-ში, ბავშვმა თავდაცვის მიზნით, მის სახლში შეჭრილი 2 მძარცველი მოკლა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

USA Today-ის ცნობით, შემთხვევა კენტუკის შტატში მოხდა. სახლში შეჭრილ 44 და 51 წლის წლის პირებს არასრულწლოვანმა პისტოლეტიდან ესროლა. ერთი მძარცველი ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.