დამალული საიდუმლო - ქალი, რომელიც სიყვარულის გამო დედამ ოთახში 25 წელი გამოამწყვდია

ბლანშ მონიე

ბლანშ მონიეს ისტორია ისეთია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საფრანგეთში ყველას ახსოვდა. 1901 წლის მაისში, პარიზის გენერალურმა პროკურორმა მიიღო უცნაური წერილი 25 წლის საიდუმლოს შესახებ.

მისი შინაარსი იმდენად შემაშფოთებელი იყო გენერალური პროკურორისთვის, რომ მან მაშინვე დაიწყო გამოძიება და რაღაც შოკისმომგვრელი აღმოაჩინა.

ეს ყველაფერი მონიეს ოჯახთან იყო დაკავშირებული, რაც დამაბნეველი იყო, მათი ვარსკვლავური რეპუტაციისა და მაღალი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ვინ იყო მონიეს ოჯახი?

ბლანშ მონიე დაიბადა 1849 წელს მადამ ლუიზა მონიეს ოჯახში. ლუიზა იყო მაღალი საზოგადოების პიროვნება, რომელიც ცნობილი იყო თავისი საქველმოქმედო საქმიანობით. ჩარლზ მონიე კი ხელმძღვანელობდა ადგილობრივ ხელოვნების დაწესებულებას.

ბლანშის უფროსი ძმა, მარსელი, იყო იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, რომელიც ცნობილი იყო თავისი მუშაობით, როგორც ადმინისტრაციული თანამდებობის პირი Puget-Théniers-ის კომუნაში.

ოჯახს საზოგადოებაში კარგი რეპუტაცია ჰქონდა. 

რა დაემართა ბლანშ მონიეს?

ბლანშ მონიეს აღწერდნენ როგორც „ძალიან ნაზს და კეთილშობილს“ და ფიზიკურად ლამაზს. მას შეუყვარდა უფროსი ადვოკატი. მის გადაწყვეტილებას მშობლები არ ეთანხმებოდნენ. საზოგადოება შოკში იყო, როდესაც ერთ დღესაც ბლანშ მონიე გაქრა.

მისმა დედამ  უთხრა ხალხს, რომ ბლანში სამოგზაუროდ წავიდა და დროთა განმავლობაში ხალხმა შეწყვიტა კითხვების დასმა.

მაგრამ ორ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, პროკურორთან გაგზავნილმა წერილმა სიმართლეს ფარდა ახადა. 

რა იყო წერილში გენერალური პროკურორისადმი?

წერილში ეწერა: „ბატონო გენერალურ პროკურორო: მე მაქვს პატივი გაცნობოთ განსაკუთრებულად სერიოზული შემთხვევის შესახებ. საუბარია ადამიანზე, რომელიც მადამ მონიეს სახლში არის გამოკეტილი, ნახევრად შიმშილობს და ბოლო ოცდახუთი წელია ნაგავსა და სიბინძურეში ცხოვრობს“.

1901 წელს პოლიციამ სახლი გამოიკვლია მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა წინააღმდეგობა გაუწია სახლში შესვლის მცდელობებს.

სახლის გაჩხრეკვის შემდეგ, პოლიციელებმა საშინელი სუნი იგრძნეს, რომელიც ზემო სართულიდან მოდიოდა. კარი კი ჩაკეტილი იყო. 

სად იპოვეს ბლანშ მონიე?

პოლიცია ოთახში შეიჭრა და ვერ დაიჯერა, რაც იქ აღმოაჩინა.

ბლანში სიბინძურეში იჯდა. მის გარშემო დამპალი საკვების ნარჩენები და განავალი იდო. ეს იყო მომენტი, როდესაც ბლანშმა 25 წლის შემდეგ სინათლე დაინახა. იგი მხოლოდ 24 კგ-ს იწონიდა.

ერთ-ერთი ოფიცერი, რომელმაც ის დანაშაულის ადგილზე აღმოაჩინა, იხსენებს: „უბედური ქალი სრულიად შიშველი იწვა დამპალი ჩალის ლეიბზე“.

საოცრება იყო, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. პოლიციამ ოჯახის წევრები დააკავა და ბლანში საავადმყოფოში გადაიყვანა. სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი მან ბოისის სანტარიუმში გაატარა, გარდაიცვალა 1913 წელს, 64 წლის ასაკში.