1739342153
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელად ტულსი გაბარდი ოფიციალურად დაამტკიცეს
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის პოსტზე ტულსი გაბარდი ოფიციალურად დაამტკიცეს.
სენატმა გადაწყვეტილება 52 ხმით მიიღო, ხოლო 48 წინააღმდეგი იყო.
„ბიბისი“ წერს, რომ გაბარდის მიმართ აზრი ორად არის გაყოფილი, ნაწილი მის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. გაბარდის მიმართ არსებობდა ეჭვები, რომ ის ამართლებდა ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრას, რაც მან სენატში მოსმენისას უარყო.
როგორც „ბიბისი“ წერს, ამერიკელი მაღალჩინოსნები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ გაბარდი, რომელიც სასტიკად ეწინააღმდეგება აშშ-ის ჩართულობას საგარეო ომებში, შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს საერთაშორისო დაზვერვის თანამშრომლობაზე.
ცნობისთვის, ტულსი გაბარდი 2020 წელს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.