არაბული მედიის ცნობით, ბოლო ერთ დღეში ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 112 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზა

ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში 112 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ისრაელი სამხედროები თავს დაესხნენ სამ სკოლას ქალაქ ღაზაში, სადაც, სულ მცირე, 33 ადამიანი, მათ შორის 18 ბავშვი დაიღუპა. სკოლებს ასობით დევნილი პალესტინელი ოჯახი თავშესაფრად იყენებდა.

ისრაელის არმიამ ასევე გასცა ბრძანება ქალაქ ღაზის უფრო მეტი უბნის მცხოვრებთათვის, დაეტოვებინათ სახლები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალ-აჰლის ჰოსპიტალში 100-ზე მეტი დაშვებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ქალაქ ხან იუნისის სამხრეთ-აღმოსავლეთით მანარაში სახლი დაბომბეს, სადაც, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.