საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა - რა ხდება ამ დროისთვის ადგილზე
1744476076
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. სხვადასხვა ვერსიის გავრცელების შემდეგ, გარდაცვლილის მეუღლის, ლონდა გველესიანის სახელით მიმართვა გავრცელდა:
„ოჯახის და მეგობრების სახელით გთხოვთ, არაფერი დაწეროთ ლონდას სახელით, თვითონ თავს კარგად არ გრძნობს. არავინ არაფერი ვიცით, ვის და რის გამო მიიღო კონკრეტულად იმ მომენტში ლევანმა ეს გადაწყვეტილება. ველოდებით გამოძიებას. ძალიან გთხოვთ, ლონდას სახელით და მით უმეტეს, ბრალდებით არავინ არაფერი დაწეროთ. ფაქტია, რომ ვერ მიდის ლონდა დასატირებლად, მაგრამ არავინ ვიცით, რა მოხდა რეალურად“, - ვკითხულობთ ფეისბუკ პოსტში.
პოსტი თავად ლონდამაც დაწერა:
„გელოდები და არ მოდიხარ... ყველა გვილოცავდა დაოჯახებას, პატარა, რატომ მწერენ ვიზიარებო?! დამიბრუნდი სახლში, გელოდები, წამიყვანე მეც. მიყვარხარ, ჩემო სიცოცხლე ... მკვდარსაც არ მაკარებენ შენს თავს ... მგონია, რომ მხედავ, ან ამას ნახავ, რამე მიშველე, ჩემო პატარა. მე გელოდები... ჩემო სიცოცხლე, შენ ხომ მარტო არ მტოვებდი, იცოდი, რომ მეშინოდა უშენოდ... მოდი, გთხოვ, მეც წამიყვაანე... ჩვენი სიყვარულის ისტორიას, სანამ
ვსუნთქავ, არ დავასრულებ, უბრალოდ, შენ ჩემთვის არ გისწავლებია უშენოდ როგორ ვისუნთქო. გელოდები და დამიბრუნდი, გთხოვ... ისევ გელოდები, ისევ... ან მე წამიყვანე შენთან, წამიყვანე, გთხოვ... ვერ ვპოულობ იმ ძალას, რაც შენ იპოვე, მე თვითონ რომ მოვიდე და შენ წამიყვანე, გემუდარები“, - დაწერა ლონდა გველესიანმა.