Apple-მა კალიფორნიაში გამართულ კონფერენციაზე ხელოვნური ინტელექტის სისტემა Apple Intelligence-ი წარადგინა

ეფლ

ამერიკულმა კორპორაცია Apple-მა კალიფორნიაში გამართულ კონფერენციაზე ხელოვნური ინტელექტის სისტემა Apple Intelligence-ი წარადგინა.

ხელოვნური ინტელექტის სისტემა, ChatGPT-ის ანალოგი, ჩაშენდება კომპანიის ოპერაციულ სისტემებში კომპიუტერებსა და მობილურ მოწყობილობებზე, მათ შორის iPhone-ის ტელეფონებსა და Apple Vision Pro-ს მოწყობილობებზე.

გარდა ამისა, ენის მოდელი ჩაშენდება Siri-ს ხმოვან ასისტენტში. ტექსტის გენერირების გარდა, Apple Intelligence შეძლებს გამოსახულების გენერირებასაც.

გარდა საკუთარი გენერაციული ქსელისა, Apple მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, გამოიყენონ ChatGPT აპლიკაციებში.