ამაზონის ჯუნგლებში 31 დღით დაკარგულმა კაცმა თავი ჭიების ჭამით გადაირჩინა

ამაზონის ჯუნგლები

ამაზონის ჯუნგლებში 31 დღით დაკარგულმა კაცმა თავი ჭიების ჭამით გადაირჩინა. როგორც BBC წერს, საუბარია 30 წლის ბოლივიელ ჯონათან აკოსტაზე.

ის ბოლივიის ჩრდილოეთ ნაწილში 4 მეგობართან ერთად სანადიროდ წავიდა, თუმცა ჯგუფს ჩამორჩა და ერთი სრული თვე ამაზონის ჯუნგლებში დაიკარგა. როგორც თავად იხსენებს, ფეხსაცმელში წვიმის წყალს აგროვებდა და სასმელად იყენებდა.

„ვერ დაიჯერებთ, გადარჩენისთვის რამდენიმე რამ გავაკეთე - ჭიებს, მატლებს, მწერებსა და ველურ ხილს ვჭამდი", - ამბობს ის.

ერთი თვის შემდეგ 30 წლის კაცს სამაშველო ჯგუფმა მიაგნო, რომელშიც მოხალისეობრივად მისი მეგობრებიც იყვნენ გაწევრიანებულები. აღმოჩნდა, რომ მან წონაში 17 კილოგრამი დაიკლო, დაზიანებული აქვს ტერფი და ორგანიზმი დეჰიდრატირებულია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉  ნახეთ, რა სახის დახმარება იზრდება სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის

👉 „არ დატოვა ანა-მარია მარტო, მასთან წავიდა, რომ ისევ იზრუნოს მარტოდ გაზრდილ შვილზე...“ - გეგუთში დაღუპული გოგოს მამა გარდაიცვალა

👉 საზარელი მკვლელობა - კლდიდან ორი გოგო გადააგდეს, ერთი ადგილზე დაიღუპა (გერმანია)

👉  „ეს არ არის საუკეთესო კვირა მოლაპარაკებებისთვის“ - ვის აფრთხილებს ასტროლოგი