1747426187
ძლიერი ოჯახი ქმნის ადამიანის სულიერი სიმტკიცის საფუძველს, აქ ყალიბდება ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებები, ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს - მიხეილ ყაველაშვილი

ძლიერი ოჯახი თითოეული ადამიანის სულიერი სიმტკიცის მყარ საფუძველს ქმნის, სადაც ვსწავლობთ პირველ გაკვეთილებს ღვთის სიყვარულზე, კაცთმოყვარეობაზე, სითბოზე, თანაგრძნობასა და ურთიერთპატივისცემაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს ულოცავს.
„დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღვნიშნავთ. ძლიერი ოჯახი თითოეული ადამიანის სულიერი სიმტკიცის მყარ საფუძველს ქმნის, სადაც ვსწავლობთ პირველ გაკვეთილებს ღვთის სიყვარულზე, კაცთმოყვარეობაზე, სითბოზე, თანაგრძნობასა და ურთიერთპატივისცემაზე. სწორედ აქ ყალიბდება ჩვენი ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებები – სამშობლოს ერთგულება, პასუხისმგებლობა და სამართლიანობა. ოჯახი გახლავთ ადგილი, სადაც იზრდებიან ის თაობები, რომელთაც ჩვენი ქვეყნის მომავლის შენება ევალებათ.
ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს! თითოეულ ოჯახს გისურვებთ სიმშვიდეს, სიყვარულსა და კეთილდღეობას!“, – წერს ყაველაშვილი.